Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა წარმოადგინა რუსეთის ახალი მთავრობა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარმოადგინა ახალი მთავრობის შემადგენლობა - უმეტესწილად, თავისი მოკავშირეები. ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი პოსტს შეინარჩუნებს - კვლავაც პასუხისმგებელი იქნება რუსეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ ფინანსთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, დმიტრი მედვედევს ნათქვამი აქვს, რომ მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს განახორციელებდა მთავრობის შემადგენლობაში, უკმაყოფილო ამომრჩევლების აზრის გასათვალისწინებლად. 7 მაისს ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით დაუბრუნდა რუსეთის პრეზიდენტის პოსტს, რასაც აქციებით აპროტესტებენ ოპოზიციის აქტივისტები.
XS
SM
MD
LG