Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში იწყება ევროვიზიის კონკურსი, უფლებადამცველების შეშფოთების ფონზე


აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იწყება ევროვიზიის სასიმღერო კონკურსი, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა და რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, მსოფლიოს მასშტაბით 124 მილიონი მაყურებელი მიადევნებს თვალს. კონკურსში 42 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო. კონკურსის ფინალი შაბათს, 26 მაისს გაიმართება. აზერბაიჯანის ავტორიტარული მთავრობა ცდილობს ეს მოვლენა იმის საჩვენებლად გამოიყენოს, რომ ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი თანამედროვე ქვეყანაა, რომელიც პროგრესს განიცდის. ქალაქის განვითარებაზე მილიონობით დოლარი დაიხარჯა. კონკურსისთვის მზადებას თან ახლდა უფლებადამცველების განცხადებები ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. პროტესტს და შეშფოთებას იწვევდა ბაქოში ადამიანების იძულებითი გამოსახლებაც საცხოვრებელი ადგილებიდან. ამ ადგილების დაცლა კონკურსისთვის საჭირო ნაგებობების ასაგებად გახდა საჭირო.
XS
SM
MD
LG