Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტმა რადიო თავისუფლებას განუმარტა კლინტონის განცხადება


რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიურომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰილარი კლინტონის განცხადების განმარტება სთხოვა. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე განაცხადა: ”მჯერა ეს სამიტი უნდა იყოს ბოლო, რომელიც არ ეხება ნატოს გაფართოებას”. რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირს ჰკითხა - გულისხმობდა, თუ არა კლინტონი იმას, რომ ნატოს მომავალ სამიტზე აშშ მხარს დაუჭერს 4 ასპირანტი ქვეყნის გაწევრიანებას ალიანსში? სახელმწიფ დეპარტამენტის წარმომადგენლის პასუხი იყო: ”განცხადებები გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფო მდივანი ნატოს ღია კარის პოლიტიკის ძლიერი მხარდამჭერია. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ნატოს ისტორიულ როლს დემოკრატიზაციისა და რეფორმის წახალისებაში. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ს მტკიცედ სჯერა, რომ გაფართოება კვლავაც ალიანსის ინტერესებშია”.
XS
SM
MD
LG