Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გამოკვლევის თანახმად, ბოშები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას


ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ბოშების შესახებ ახალი გამოკვლევის თანახმად, ამ უმცირესობის მხოლოდ 15 პროცენტს აქვს სრულად მიღებული საშუალო განათლება, 90 პროცენტზე მეტი კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს იმ ქვეყნის მაჩვენებლებით, რომლის მოქალაქეც არის. გამოკვლევა, რომელიც ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გაეროს მიერ ჩატარდა, ოთხშაბათს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ბოშათა დაახლოებით 20 პროცენტს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა; სამიდან მხოლოდ ერთს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო; 45 პროცენტი ისეთ საცხოვრებელში ცხოვრობს, რომელსაც აკლია სულ მცირე ერთი ძირითადი მოხმარების საგანი - მაგალითად, საპირფარეშო ან ელექტროგაყვანილობა. ბოშათაგან თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევა გამოსცადა. კვლევის პერიოდში 22,000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.
XS
SM
MD
LG