Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ბინ ლადენის პოვნაში მონაწილე ექიმს 33 წლით ციხე მიუსაჯეს


პაკისტანში 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ექიმს, რომელსაც ადანაშაულებდნენ ალ-ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის პოვნის პროცესში აშშ-სთვის დახმარების გაწევაში. ექიმს, შაკილ აფრიდის ბრალად წაუყენეს აბოტაბადში ვაქცინაციის კამპანიის გათამაშება. ფსევდო-კამპანიას ამ ქალაქში ბინ ლადენის სამალავის აღმოჩენა მოჰყვა. აფრიდი ორი თვის წინ გაანთავსუფლეს სამსახუროდან. ის პაკისტანის ნახევრად-ავტონომიური, თემური ხიბერის დასახლების სამართლის სისტემის შესაბამისად გაასამართლეს. აბოტაბადში ბინ-ლადენის სამალავზე იერიში შარშან მაისში მიიტანა აშშ-ის საგანგებო შენაერთმა. ოპერაციის დროს ალ-ყაიდის ლიდერი მოკლულ იქნა.
XS
SM
MD
LG