Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა კობახიძე არ ფლობს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მიერ ,,თელასის" ყიდვის შესახებ


პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე არ ფლობს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მიერ კომპანია ,,თელასის" ყიდვის შესახებ. კობახიძემ სააგენტო GHN-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია თავადაც პრესით შეიტყო. ამ კვირაში გაზეთი "ქრონიკა," მისივე განმარტებით, სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში მისი კუთვნილი ბანკი "თელასში" გაცვალა და შემოდგომიდან თბილისში კილოვატსაათი ელექტროენერგია 6 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველთათვის კი 4 თეთრი. როგორც ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ აღნიშნა, ის პარტიას ხელმძღვანელობს და ბიძინა ივანიშვილის კერძო ბიზნესის თაობაზე ინფორმირებული არ არის.
XS
SM
MD
LG