Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდმა ავღანეთში ფრანგული ქვედანაყოფის გაყვანაზეც იმსჯელა


საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ავღანეთში, რათა განიხილოს ფრანგული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საკითხი. ოლანდი, რომლის ინაუგურაციაც მაისის დასაწყისში გაიმართა, საფრანგეთის ქვედანაყოფის დიდი ნაწილის გაყვანას ავღანეთიდან უკვე ამ წლის ბოლოსათვის გეგმავს. ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების 130 ათას კაციან არმიაში, საფრანგეთი 3 500 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. ავღანეთის კაპისას პროვინციაში განლაგებულ ფრანგულ ბრიგადას პრეზიდენტი ოლანდი პარასკევს ესტუმრა და პირობა დადო, რომ ფრანგის სამხედროების გაყვანა ნატოს სარდლობასა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეთანხებით მოხდება. ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2013 წლის შუა პერიოდისათვის გაიყვანს 130 ათას კაციანი დაჯგუფების მეტ ნაწილს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარებს.
XS
SM
MD
LG