ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, მისმა ექსპერტებმა, ირანის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე, მიაგნეს ურანის კვალს, რომელიც 27 პროცენტამდე იყო გამდიდრებული. თეირანი ადრე აცხადებდა, რომ მის ობიექტებზე ურანის გამდიდრება მხოლოდ 20 პროცენტამდე ხდება. მაღალგამდიდრებული ურანის კვალს მიაგნეს ბირთვულ ობიექტზე სახელწოდებით „ფორდუ“, ქალაქ ყომის მახლობლად. თეირანი აცხადებს, რომ გამდიდრება ტექნიკური შეცდომა იყო. ატომურმა სააგენტომ ირანს დამატებითი განმარტება მოსთხოვა.
ყველაზე პოპულარული
1