ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში ორმა ბუდისტმა ბერმა დაიწვა თავი ჩინეთის მიერ ტიბეტთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის გასაპროტესტებლად. ბერებმა თავი ცნობილ მონასტერ ჯოკანგთან დაიწვეს - სადაც, როგორც წესი, ლჰასაში ჩასული ტურისტები იკრიბებიან ხოლმე. ცეცხლი პოლიციელებმა ჩააქრეს და ბერები საავადმყოფოში წაიყვანეს. მათი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო - სავარაუდოდ ორივე ბერი გარდაიცვალა.
ყველაზე პოპულარული
1