Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენპროკურატურა შეისწავლის დაღესტნელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს


რუსეთის გენერალური კროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის ჩაიბარებს დაღესტნელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს, რომელიც ჩიხშია შესული. კომიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო დუმის ასამდე დეპუტატის შესაბამისი მოთხოვნით. დაღესტანში ცნობილი დამოუკიდებელი ჟურნალისტი გაჯიმურათ კამალოვი მახაჭყალაში მოკლეს შარშან დეკემბერში. კამალოვის ყოველკვირეული რუსულენოვანი გამოცემა „ჩერნოვიკი“ აშუქებდა ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკას და ადგილობრივი მთავრობების კორუფციულ გარიგეგებზე წერდა.
XS
SM
MD
LG