Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მიწისძვრამ 10-მდე ადამიანი შეიწირა


იტალიაში 10-მდე ადამიანი შეიწირა მიწისძვრამ - 5,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა ჩრდილოეთ იტალიაში. იმავე რეგიონში შვიდი ადამიანი დაიღუპა ცხრა დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად. პოლიცია ადასტურებს მოდენის რეგიონში რვა ადამიანის დაღუპვის ფაქტს, მედია კი იუწყება კიდევ ორ მსხვერპლზე - მათ შორის სასულიერო პირზე, რომელიც ქალაქ კარპიში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. დღევანდელმა მიწისძვრამ, როგორც იუწყებიან, დაანგრია შენობები, რომლებიც დაზიანებული იყო 20 მაისის ბიძგების შედეგად.
XS
SM
MD
LG