Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ეწვევა ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი


დღეს თბილისს ეწვევა აშშ-ის სენატის დელეგაცია დემოკრატი სენატორის (ილინოისის შტატიდან) რიჩარდ დურბინის ხელმძღვანელობით. ორდღიანი ვიზიტის მსვლელობაში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, დურბინი განიხილავს რეგიონული უსაფრთხოებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს. დაგეგმილია ამერიკელი სენატორის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. რიჩარდ დურბინი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია.
XS
SM
MD
LG