Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა ავღანეთში 8 პოლიციელი დახოცეს


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში რვა პოლიციელი დაიღუპა ოთხსაათიან ბრძოლაში, რომელიც წუხელ პოლიციის პოსტზე თალიბანის სამხედრო ჯგუფის თავდასხმას მოჰყვა. პროვინცია ბადახშანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, აბდულ მარუფ რასეხის თქმით, მოიერიშეებმა პოლიციის პოსტზე იერიში სამშაბათ საღამოს მიიტანეს. ბრძოლაში თალიბანის ორი წევრი გაანადგურეს. 8 დაღუპული პოლიციელის გარდა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. ოთხშაბათს დილით კიდევ სამი მოხელე დაიღუპა ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნანგარაჰაში, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად. კიდევ ერთი ინცინდენტის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ავღანეთის სამხრეთში, ნატოს სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია კოალიციის ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG