Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მოუწოდებს ქაბულს, ბრძოლა გამოუცხადოს ოპიუმის წარმოებას


გაერო მოუწოდებს ავღანეთის მთავრობას, რათა ბრძოლა გამოუცხადოს ოპიუმის წარმოებას. იური ფედოტოვის, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თანახმად, ავღანეთმა მხოლოდ „მოკრძალებულ“ წარმატებას მიაღწია ოპიუმის ყაყაჩოს ნარგავების შემცირების მიმართულებით. ამის შესახებ ფედოტოვმა ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ავღანეთზე მოდის მსოფლიოში წარმოებული ოპიუმის 90 პროცენტი. ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც გაერო ავღანეთს სდებს ბრალს ოპიუმის წარმოებაში, არ სახელდება ის ქვეყნები, რომლებიც ნარკოტიკების ბრუნვით სარგებლობენ.
XS
SM
MD
LG