Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა ირანიდან გაიწვია თავისი ელჩი


აზერბაიჯანის მთავრობამ დაუდგენელი ვადით, „კონსულტაციებისათვის“ გაიწვია ირანში თავისი ელჩი ჯავანშირ ახუნდოვი. ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა რამდენიმე პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ირანთან კავშირში და აზერბაიჯანში ტერორისტული აქტების დაგეგმვაში. 29 მაისს ირანის საელჩომ ბაქოში გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა ირანელი დიპლომატი. აზერბაიჯანი კი აცხადებს, რომ მან ირანს მიმართა თხოვნით, დაადგინოს ადგილსამყოფელი იმ ორი აზერბაიჯანელი პოეტისა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ქალაქ თაბრიზში დააკავეს.
XS
SM
MD
LG