Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ სირიაში სისხლისღვრის შესახებ


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აცხადებს, რომ პარასკევს ჩაატარებს საგანგებო სხდომას სირიის სოფელ ჰულაში გასულ კვირაში მომხდარ სისხლისღვრასთან - 100-ზე მეტი ადამიანის დახოცვასთან დაკავშირებით. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრესმდივნის თქმით, საგანგებო სხდომა ჩატარდება განაცხადის საფუძველზე, რომელსაც მიემხრო საბჭოს წევრი 21 ქვეყანა. სულ საბჭოში წარმოდგენილია 47 სახელმწიფო. ჰულაში მომხდარმა სისხლისღვრამ დიდი აღშფოთება გამოიწვია უცხოეთში, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ პროტესტის ნიშნად გააძევა სირიელი დიპლომატები, რადგან გამოძიების პირველი შედეგებით, ჰულაში დაღუპულების უმრავლესობა, მათ შორის ბავშვები, ჯგუფურად, ახლო მანძილიდან იყვნენ დახოცილი. რუსეთი აცხადებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება სირიის მიმართ რაიმე სახის სამხედრო ოპერაციას, მოსკოვის ეს პოზიცია კი აქარწყლებს იმედს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელშიც რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს, შესაძლოა, უფრო მკაცრ ზომებს მიმართოს დამასკის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG