Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებას" ქუთაისში მანიფესტაციის გამართვა სხვა დროს სურს


კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ქუთაისის თვითმმართველობამ ქალაქის ცენტრში 7 ივნისს მანიფესტაციისჩატარებაზე უარი უთხრა, სამხარეო წარმომადგენლობას ახალი თხოვნით მიმართავს. კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აქციას 7 ივნისს აღარ გამართავენ და მანიფესტაციის ჩატარების ნებართვას 9 ან 10 ივნისს ითხოვენ. "გვაქვს საინტერესო შეთავაზება, ერთი დღით შევცვალოთ ადგილები, ჩვენ მოედანი დაგვითმონ, ბავშვები კი იმ ადგილზე გადაიყვანონ, სადაც ჩვენ გვთავაზობენ შეკრებას", - ნათქვამია განცხადებაში. "ქართულ ოცნებას" ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვის სურვილი 7 ივნისს ჰქონდა, თუმცა მერიამ მათ ალტერნატიული ფართი აღმაშენებლის ძეგლთან შესთავაზა. მერიამ უარი იმ მიზეზით ახსნა, რომ 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ფესტივალია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG