Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიამ ავღანეთში მკლელობაში ეჭვმიტანილ სამხედროს ბრალდებები დაუმატა


აშშ-ის არმიის სერჟანტს, რომელიც ავღანეთში, ერთ-ერთ სოფელში, სამოქალაქო პირების დახოცვაშია ეჭვმიტანილი, ბრალდება დაუმატეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტ რობერტ ბეილს მოუხსნეს მკვლელობის ერთი შემთხვევის ბრალდება, რადგან მსხვერპლის სიაში ერთი პირი ორჯერ იყო შეტანილი, მაგრამ დაუმატეს გვამების დაწვის, ასევე სტეროიდების და ალკოჰოლის უკანონო მოხმარების ბრალდებები. ბეილსმა 11 მარტს, ღამით, ყანდაარის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილი დატოვა, მეზობელ სოფელში მივიდა და 16 მშვიდობიანი მოსახლე დახოცა.
XS
SM
MD
LG