Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი ექიმის თქმით, იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა „ცვალებადია“


გერმანელმა ექიმმა, რომელმაც საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკო გასინჯა შაბათს, განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „ცვალებადია“. ბერლინის ჩარიტის კლინიკის ნევროლოგ ლუც ჰარმსმა, ხარკოვში თქვა, რომ ტიმოშენკოს მდგომარეობაში იყო წინსვლა, მაგრამ მამამთილის ამასწინანდელმა გარდაცვალებამ თავის როლი ითამაშა. ჰარმსი, რომელიც ტიმოშენკოს მდგომარეობას უწევს მეთვალყურეობას, 8 ივნისამდე გასინჯავს პაციენტს. ტიმოშენკოს საპატიმროში ყოფნა სირთულეებს უქმის უკრაინას ევროპის ჩემპირონატის წინ. არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი ბოიკოტს უცხადებს ჩემპიონატის მატჩებს, რომლებიც უკრაინაში ჩატარდება ტიმოშენკოსადმი საპატიმროში არსათანადო მოპყრობის გამო. ევროპის ჩემპირონატს უკრაინა პოლონეთთან ერთად მასპინძლოსბ. პირველი მატჩები 8 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG