Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის სააგენტო პარასკევს გამართავს შეხვედრას ირანის დელეგაციასთან


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო და ირანის დელეგაცია პარასკევს გამართავენ შეხვედრას ირანში მდებარე ფარჩინის სამხედრო ობიექტის შემოწმებაზე მოსალაპარაკებლად. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დღეს, ვენაში გამოაცხადა ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ. მან ირანს მოუწოდა, მალე შეუშვას უცხოელი ექსპერტები ფარჩინში, სადაც, ამანოს სააგენტოს ვარაუდით, აწარმოებენ კვლევას ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ისლამური რესპუბლიკა უარყოფს ამ ბრალდებას. მაგრამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ახალი სატელიტური ფოტოსურათები მიანიშნებს „მასშტაბურ აქტიურობაზე“ ფარჩინში.
XS
SM
MD
LG