Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციური არმია აღარ იზიარებს გაეროს სამშვიდობო გეგმას


დღეს სირიის არმიას ცხარე ბრძოლა ჰქონდა შეიარაღებულ მეამბოხეებთან. ამის ფონზე ევროკავშირი მოუწოდებდა რუსეთს, გადაელახა ბრიუსელთან აზრთასხვადასხვაობა, რათა დასრულდეს სირიაში სისხლისღვრა. სირიელი აქტივისტების განცხადებით, გასული კვირის მიწურულს მეამბოხეებმა მოკლეს მთავრობის, სულ ცოტა, 80 ჯარისკაცი. მეამბოხეებისაგან შემდგარი „თავისუფალი სირიის არმიის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეამბოხეები აღარ თვლიან თავს ვალდებულად, დაიცვან სამშვიდობო გეგმით ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის პირობები. რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ფონ რუმპემ განაცხადა, რომ ბრიუსელი და მოსკოვი თვლიან, რომ გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილის, კოფი ანანის გეგმა საუკეთესო შესაძლებლობაა, თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო ომი სირიაში.
XS
SM
MD
LG