Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპილოტო თვითმფრინავმა მოკლა ალ ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. აშშ-ი დარწმუნებულია, რომ ამ თავდასხმის დროს მოკლულ იქნა, ალ ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი, აბუ იახია ალ-ლიბი. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კორნიმ განაცხადა, რომ დაზვერვის თანახმად, ალ-ლიბი მოკლულია. აშშ-ის კონტრტერიზმის ექვპერტების თანახმად, ის ალ ყაიდაში მეორე პირად ივთლებოდა. ამერიკული და პაკისტანური წყაროების თანახმად თავდასხმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის ტერიტორიაზე განხორციელდა. მოკლულია 30-მდე ადამიანი. ის ლიბიის მოქალაქეა და ითვლება ალ-ყაიდის ლიდერის, აიმან აზ-ზავახირის მთავარ მოკავშირედ.
XS
SM
MD
LG