Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გმობს სირიაში ძალადობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მკაცრად დაგმო ძალადობა სირიაში და ხელისუფლებიდან წასვლისაკენ მოუწოდა პრეზიდენტ ბაშარ ლა-ასადის რეჟიმს. ამ საკითხს კლინტონი ხუთშაბათს შეეხო მას შემდეგ, რაც სირიელმა აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ 80-მდე ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი იქნა მოკლული ჰამის პროვინციაში ხოცვა-ჟლეტის შედეგად. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ინფორმაციას. კლინტონის განცხადებით, რომელიც მან სტამბულში გააკეთა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, ვაშინგტონის მოთხოვნებს შორის არის, შესრულდეს სირიის საკითხში არაბთა ლიგისა და გაეროს წარმომადგენლის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა: „პირველი - სირიის მთავრობამ უნდა შეასრულოს კოფი ანანის ინიციატივის ექვსივე პუნქტი, მათ შორის ნამდვილი ზავი, შეთანხმებული და დაცული ყველა მხარის მიერ. მეორე - პრეზიდენტმა ასადმა სხვას უნდა გადააბაროს ხელისუფლება და სირიიდან წავიდეს. მესამე - მოლაპარაკების შედეგად შეიქმნას დროებითი, წარმომადგენლობითი მთავრობა“, განაცხადა კლინტონმა სირიის კრიზისთან დაკავშირებით. სტამბულში ვიზიტისას ის შეეხო ირანის ბირთვულ პროგრამასაც. კლინტონმა თეირანის მოუწოდა, რომ მოემზადოს კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, კერძოდ, ურანის გამდიდრების 20-პროცენტიან ზღვრამდე შესაჩერებლად, რასაც საუბარი შეეხება საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდენვო რაუნდზე. ამ შეხვედრას 18-19 ივნისს უმასპინძლებს მოსკოვი.
XS
SM
MD
LG