Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ


პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ. პოსტიდან მისი გათავისუფლების ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა ხელი 11 ივნისს მოაწერა. დავით საყვარელიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, რომ პროკურატურში მისია ფაქტობრივად, ამოწურა და პოლიტკური საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა. ”მთავარია არა ის, სად იქნება მაღალჩინოსანი, არამედ ის, რომ რესურსი და გამოცდილება სათანადოდ გამოიყენოს", - განაცხადა დავით საყვარელიძემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის გადააწყვეტილი იყრის, თუ არა კენჭს ნაციონალური მოძრაობიდან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ბოლო დღეებში არაერთი საინფორმაციო სააგენტო იუწყებოდა, რომ მმართველი პარტია აპირებს დავით საყვარელიძე კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს.
XS
SM
MD
LG