Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომისლავ ნიკოლიჩი სერბიის პრეზიდენტად აკურთხეს


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ტომისლავ ნიკოლიჩი ორშაბათს პრეზიდენტად აკურთხეს საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს მეზობელი სახელმწიფოების - ხორვატიის, ბოსნიის, სლოვენიისა და მაკედონიის ლიდერებმა. ამის მიზეზი გახდა სერბიის ახალი პრეზიდენტის განცხადება, რომლის თანახმად ნიკოლიჩმა 1995 წლის სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტვა უარყო, როგორც გენოციდის ფაქტი. სერბიაში გამართულ ინაუგურაციას ესწრებოდა ევროკავშირის გაფართოების კომისარი შტეფან ფიულე, რომელმაც მოუწოდა სერბიას დარჩეს ევროკავშირის წევრობისაკენ მიმავალ გზაზე.
XS
SM
MD
LG