Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს თავმჯდომარე თავშეკავებისაკენ მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) თავმჯდომარე, იმონ გილმორი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საპასუხო ზომებისაგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო დაძაბულობის და ძალადობის გამწვავების ფონზე. გილმორი ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრია. მან დღეს ერევანში, ჟურნალისტებთან საუბრისას დაგმო ბოლოდროინდელი შეტაკებებები სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის და დასძინა, რომ კონფლიქტის ძალით მოგვარება შეუძლებელია. ბოლოხანს, სულ ცოტა, ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ორივე მხარეზე, აზერბაიჯან-სომხეთის და მთიანი ყარაბაღის საზღვრებზე ინციდენტების გახშირების შედეგად.
XS
SM
MD
LG