Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ლაზიკის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო დაგეგმილ ახალ ქალაქთან - ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი. მას მიემხრო 106 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო ერთადერთი. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციას დაემატება ჩანაწერი, რომ ქალაქ ლაზიკის სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება. ოპოზიცია აკრიტიკებს ახალი ქალაქის აშენების გეგმას, რადგან ფიქრობს, რომ უმჯობესია ხელისუფლებამ არსებული ქალაქების განვითარებაზე იზრუნოს და არ აჰყვეს პრეზიდენტის "ახირებებს". საპარლამენტო უმრავლესობა კი საქართველოსათვის ახალ შესაძლებლობებად აფასებს ქალაქ ლაზიკას.
XS
SM
MD
LG