Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სტუმრად არის ეუთოს მორიგე თავმჯდომარე


ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ირლანდიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იმონ გილმორმა საქართველოში ვიზიტისას დაადასტურა ქვეყნის მიმართ ეუთოს მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებს დახმარებას 2008 წლის კონფლიქტის შედეგებთან გამკლავებაში. როგორც გილმორმა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, ეუთო მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებას, როგორც შესაძლებლობას, მოგვარდეს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დატოვებული პრობლემები. გილმორის თქმით, ჟენევის პროცესი ერთადერთი გზაა, რომელიც დადებითი მიმართულებით წინსვლას ემსახურება. ეუთო აქტიურობს საქართველოში და სურს მეტი, - მოიძიოს გზები, წარმოდგენილი იყოს საქართველოში, განაცხადა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ. ის მიესალმა ეუთოს სამეთვალყურეო მისიის დროულად დაპატიჟებას საპარლამენტო არჩევნებზე. ხვალ გილმორი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
XS
SM
MD
LG