Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილ ველომრბოლელს ოფიციალურად წაუყენეს დოპინგის გამოყენების ბრალდება


ამერიკის შეერთებული შტატების დოპინგთან ბრძოლის საერთაშორისო სააგენტომ ცნობილ ამერიკელ ველომრბოლელს, ტურ დე ფრანსის შვიდგზის გამარჯვებულს ლენს არმსტრონგს დოპინგის გამოყენების გამო ოფიციალური ბრალდება წაუყენა. განცხადება ამის შესახებ თავად ველომრბოლელმა გააკეთა და თქვა, რომ ბრალდება ყველანაირ საფუძველს არის მოკლებული. ველომრბოლელის განცხადებაში, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დასრულა, ნათქვამია, რომ ბრალდება, რომლის მიხედვითაც ის 16 წლის განმავლობაში დოპინგს მოიხმარდა, არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ოფიციალურად წაყენებული ბრალდება გულისხმობს, რომ გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში არმსტრონგი ვერ მიიღებს მონაწილეობას ტრიატლონის შეჯიბრებაში. სპორტის ამ სახეობით ის ველომრბოლელის კარიერის დასრულების შემდეგ დაინტერესდა.
XS
SM
MD
LG