Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ამნესტი ინტერნეშნლი” სირიის შესახებ განცხადებას ავრცელებს


გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშნლი” სირიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია მითითებული, სირიაში კვლავაც დაუსჯელნი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ სამხედრო ფორმირებები. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მათ ხელთ აღმოჩნდა ”შემაშფოთებელი” მტკიცებულებები იმისა, რომ ხელისუფების პოლიტიკად კვლავაც რჩება ფართომასშტაბიანი და სისტემატური ძალადობა, რათა დააშინონ და სამაგიერო გადაუხადონ ყველას, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს. ”ამნესტი ინტერნეშნლი” მოუწოდებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს და ძალადობაში ბრალდებულნი დაისაჯონ. ლონდონში მომუშავე სირიელი უფლებადამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხშაბათს, სირიის უსაფრთხოების ძალების მიერ ალ-რასტანში განხორციელებული შეტევის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ქალი და ბავშვი.
XS
SM
MD
LG