Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე იზიარებს ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების გამო გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს და სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. დღეს საკვირაო ქადაგებაში მან თქვა, რომ ბაგრატის რესტავრაციის საქმეში ბევრი რამ არასწორად კეთდება და რომ ამის მიზეზია სამუშაოების თვითნებური ხასიათი და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლობა. "ამიტომ გავეცი ბრძანება, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, ვიდრე არ გავერკვევით დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს", თქვა ილია მეორემ.
XS
SM
MD
LG