Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი მძიმე ბრალდებებს უყენებს სირიის მთავრობას


გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხში, ნავი პილაი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ბრალდებას უყენებს სირიის მთავრობას ქალაქებზე მძიმე იარაღით იერიშების გამო. პილაიმ ორშაბათს განაცხადა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრაზე, რომ მძიმე იარაღის გამოყენება და დასახლებული ადგილების დაბომბვა მიეკუთვნება „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებსა და შესაძლოა, სამხედრო დანაშაულებსაც“. მისი თქმით, ბოროტმოქმედები, მათ შორის პირები, ვინც გასულ კვირაში თავს დაესხა გაეროს მეთვალყურეებს, მართლმსაჯულებას უნდა გადაეცნენ. გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებით, კონფლიქტი სირიაში სულ უფრო მწვავდება.
XS
SM
MD
LG