Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G20: აუცილებელია ევროზონის სტაბილურობის შენარჩუნება


ევროპის ქვეყნებმა ყველა აუცილებელ ზომას უნდა მიმართონ ევროზონის მთლიანობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად - ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეს პროექტში, რომელიც ”დიდი ოცეულის” სამიტზე გავრცელდა. მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნები გუშინ, მექსიკის ქალაქ ლოს-კაბოსში შეიკრიბნენ. დოკუმენტში გამოთქმულია იმ ძალისხმევების მხარდაჭერა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილების შესაქმნელადაა მიმართული.
XS
SM
MD
LG