Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მმართველ კოალიციაზე


საბერძნეთში სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს ათენის მიერ უცხოელ კრედიტორებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მიაღწია წინასწარ შეთანხმებას კოალიციური მთავრობის შექმნაზე. მოლაპარაკების პროცესს ხელმძღვანელობს კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატია“, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ერგო კვირას ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. მასთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობენ სოციალისტური „პასოკი“ და „დემოკრატი მემარცხენეები“. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ 'დღესვე გაკეთდება განცხადება ახალი მთავრობის შესახებ. სწორედ დღემდე აქვთ ვადა ამ პარტიებს ახალი კოალიციის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG