აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაიწყო. ბიუროს განცხადებით, მან მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 74 მილიონ 325 ათას 65 ლარი და 65 თეთრი. აღსრულების ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ დღეიდან დაიწყო საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილებას, რომ მან 7 დღის ვადაში გადაწყვეტილება ნებაყოფლობით შეასრულოს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების პროცედურა. ”ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და პროცედურები, რომლებიც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდება’’, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1