Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე: სამხედროების მიერ ძალაუფლების გაფართოებას ათასობით პირი აპროტესტებს


კაიროში, თაჰრირის მოედანზე ეგვიპტის ათასობით მოქალაქემ გამართა აქცია მმართველი გენერლების მიერ ძალაუფლების გაფართოების გაპროტესტების მიზნით. ეგვიპტეში კვლავაც ელიან იმ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებას, რომელიც გასულ შაბათ-კვირას ჩატარდა. ორივე კანდიდატი, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, თავს გამარჯვებულად აცხადებს. დემონსტრაციის დროს, სასულიერო პირმა, რომელმაც პარასკევის ლოცვას უხელმძღვანელა, განაცხადა, არჩევნების აშკარა გამარჯვებული მუსულმანთა საძმოს კანდიდატი, მუჰამედ მორსიაო. მეორე კანდიდატი - აჰმედ შაფიკი, რომელიც დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო - ასევე აცხადებს, რომ გამარჯვებულია. დღევანდელი აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს მმართველი სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ - რომელმაც გასულ კვირაში საკუთარ თავს მასშტაბური საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილებები მიანიჭა, მას შემდეგ, რაც დაშალა პარლამენტი, რომელშიც დომინანტურ ძალას ისლამისტები წარმოადგენდნენ.
XS
SM
MD
LG