Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში 1,5 მილიონი ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას


გაეროს შეფასებით, 1,5 მილიონამდე გაიზარდა სირიის მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ. ჰუმანიტარული პროექტების კოორდინირების სამსახურის ცნობით, ქვეყანაში სულ უფრო მეტად გაუარესებული ვითარების გამო, ჰუმანიტარულ სააგენტოებს „მნიშვნელოვანი“ წინაღობები ხვდებათ, როცა ცდილობენ იმ ადამიანებამდე მიღწევას, ვისაც ძირითადი მოხმარების საგნები და დაცვა ესაჭიროება. სირიაში უკვე 15 თვეა მიმდინარეობს სისხლიანი ამბოხება მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG