Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო შეხვედრას გამართავს სირიის მიერ თურქეთის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე


თურქეთმა ნატოს მიმართა თხოვნით გამართოს დაუგეგმავი შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ სირიის მიერ ხმელთაშუა ზღვის თავზე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის „აგრესიული“ ჩამოგდების ფაქტს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, თურქეთის თვითმფრინავი პარასკევს რუტინულ საწვრთნელ ფრენას ახორციელებლდა და შემთხვევით სირიის საჰაერო სივრცეში გადავიდაო. თვითმფრინავი საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე წუთში ჩამოაგდეს - მაშინ, როცა, დავუთოღლუს თქმით, ის უკვე დაბრუნებული იყო საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. თვითმფრინავის ორი პილოტი კვლავ დაკარგულია. ნატოს წარმომადგენლები ამ საკითხს სამშაბათს, 26 ივნისს განიხილავენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განცხადება გაავრცელა, რომელში გმობს სირიიას მის მიერ ჩადენილი „აღმაშფოთებელი აქტისთვის“. განცხადების ფონია ბაშარ ალ-ასადის მიმართ მწვავე საერთაშორისო კრიტიკა, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებული სისხლიანი რეპრესიების გამო.
XS
SM
MD
LG