რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ისრაელში ვიზიტი, რომლის მთავარ თემებადაც სახელდება კონფლიქტი სირიაში და ირანის ბირთვული პროგრამა. ვიზიტის დაწყებისთანავე, პუტინი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან ერთად დაესწრო მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვებისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნის ცერემონიას. მოგვიანებით პუტინი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში ხედავს ირანისა და სირიის პრობლემების მოგვარების გზას. სამშაბათს ის ეწვევა პალესტინელთა ტერიტორიას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რის შემდეგაც იორდანიაში გაემგზავრება.
ყველაზე პოპულარული
1