Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი დღეს შეხვდება მაჰმუდ აბასს


რუსეთის პრეზიდენტი დღეს დაასრულებს ისრაელში ვიზიტს და პალესტინის ხელისუფლების იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიებს ეწვევა. ვლადიმირ პუტინი ბეთლემში გამართავს მოლაპარაკებებეს პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები შეეხება პალესტინა-ისრაელის ურთიერთობების მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას. პალესტინიდან რუსეთის პრეზიდენტი იორდანიაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG