Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს მაგნიტსკის შესახებ კანონპროექტის გამო


რუსეთი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიმართავს, თუ ამერიკელი კანონმდებლები დაამტკიცებენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებული რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა არა მარტო სინანულს გამოთქვამს, არამედ „გაოცებულიცაა“ შეერთებული შტატების სენატის სხდომაზე მაგნიტსკის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო. კანონპროექტის მიხედვით, რუს ოფიციალურ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მოსკოვის ციხეში მაგნიტსკის სიკვდილთან, უარს ეტყვიან შეერთებული შტატების ვიზებზე და გაუყინავენ საბანკო ანგარიშებს. რიაბკოვი აცხადებს, რომ თუ კანონი დამტკიცდება, მოსკოვი მიმართავს უფრო მკაცრ საპასუხო ზომებს. მაგნიტსკი, რომელიც კორუფციაში ადანაშაულებდა რუს ოფიციალურ პირებს, 2009 წელს გარდაიცვალა წინასწარ პატიმრობაში გატარებული 11 თვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG