Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები შეთანხმდნენ სირიაში გარდამავალი პოლიტიკური გეგმის შესახებ


მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები შეთანხმდნენ კონფლიქტით მოცულ სირიაში გარდამავალი პოლიტიკური გეგმის შესახებ. მაგრამ გეგმაში არ არის ნათქვამი, უნდა დატოვოს თუ არა ხელისუფლება პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა. შაბათს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც შეერთებული შტატებისა და რუსეთის დიპლომატები მონაწილეობდნენ, საერთაშორისო წარგზავნილმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ გეგმით გათვალისწინებულ გარდამავალ მთავრობაში „შესაძლოა“ შედიოდნენ როგორც სირიის რეჟიმის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები ამაზე შეთანხმდებიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ გეგმა გზას უხსნის ასადისშემდგომ მთავრობას და რომ ასადმა უნდა შეიგნოს, რომ ის უნდა გადადგეს. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ გეგმა არ ითვალისწინებს ასადის გადადგომას. ლავროვის სიტყვებით, სირიელებმა და არა გარეშე ძალებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის გარდამავალი პოლიტიკის ბედი.
XS
SM
MD
LG