Accessibility links

კენიაში ეკლესიებზე თავდასხმებს 16 ადამიანი შეეწირა


სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ორ ეკლესიაზე ნაღმებით მიტანილი იერიშების შედეგად. პოლიციის პრეს-მდივნის, ფილიპ ნდოლოს თქმით, თავდამსხმელებმა ხალხს ნაღმები ესროლეს და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღითაც მიიტანეს მათზე იერიში. შემთხვევა ქალაქ გარისაში მოხდა - სადაც მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა განლაგებული, საიდანაც სომალიში ქვეითი სამხედროები გადაჰყავთ, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის, ალ-შაბააბის ექსტრემისტებთან საბრძოლველად. კენიამ სამხედროები საზღვრის მეორე მხარეს ოქტომბერში გაგზავნა. მას შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე თავდასხმა მოხდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG