Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარდიანთკარში ჩატარდა ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა


სოფელ ზარდიანთკარში ჩატარდა დაუგეგმავი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრის შუამავლები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სოფელში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გადაადგილების თავისუფლების ხარისხი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე. განცხადებაში ვკითხულობთ: „საქართველოს და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ინფორმაციას თემის იმ წევრების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა სოფელი ახლახან დატოვეს“. ინფორმაციის გაცვლის შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა კიდევ ერთი მსგავსი შეხვედრა დაინიშნოს. არსებული განრიგით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრა 26 ივლისს უნდა გაიმართოს.ზარდიანთკარი რუსულ საგუშაგოსთან ახლოს მდებარეობს. სოფელში დაბრუნებას ვერ ახერხებს დაახლოებით 25 ოჯახი.
XS
SM
MD
LG