Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი პარლამენტს დღეს წარუდგენს მთავრობის სამოქმედო გეგმას


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პარლამენტს დღეს საღამოს წარუდგენს მთავრობის სამოქმედო გეგმას. ამის შესახებ თავად ვანო მერაბიშვილმა განაცხადა გლდანში სტუმრობისას და განმარტა, რომ გეგმა მომავალ 4-წლიან პერიოდს მოიცავს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლის მიუხედავად საქართველოში დარჩენილია ”ძალიან ბევრი პრობლემა,” ბევრი ადამიანი დაუსაქმებელია და ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდება. მერაბიშვილის თქმით, მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობასთან ბრძოლა. ”მე პირადად ვაპირებ შევებრძოლო საქართველოში უმუშევრობას ისევე, როგორც ვებრძოდი წლების განმავლობაში კრიმინალს და კურუფციას”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისივე თქმით, უმუშევრობის პრობლემის შესასწავლად და მოსაგვარებლად იქმნება ახალი, სპეციალური სტრუქტურა - დასაქმების სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელის პოსტზე პაატა ტრაპაიძეა წარდგენილი. მერაბიშვილის თქმით, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებელ ტრაპაიძეს დასაქმების დიდი გამოცდილება აქვს.
XS
SM
MD
LG