Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სატრანზიტო გზების გარშემო შეეხვედრა იმართება


მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პაკისტანის მთავრობის და თავდაცვის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები მსჯელობენ ამ ქვეყანაზე გამავალი, ავღანეთში საერთაშოშრისო ჯარის მომარაგების სახმელეთო სატრანსპორტო გზების კვლავ გახსნის შესახებ. ეს გზები პაკისტანმა გადაკეტა შარშანდელი, ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, როცა ნატომ პაკისტანელი სამხედროები დახოცა საზღვარზე გაუგებრობის დროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინიონი პაკისტანის პრემიერს, აშრაფს, ტელეფონით ესაუბრა ამ თემაზე. ორშაბათს ვაშინგიტონში დაბრუნდა პაკისტანელ ოფიციალურმა პირებთან მოლაპარაკების შემდეგ კლინტონის მოადგილქ ნაილდსი. პაკისტანის მედია იუწყება, რომ ავღანეთში ნატოს ჯარის სარდალი, ჯონ ალენი ისლამაბადს სტრუმრობდა ორჯერ ამ კვირაში, რაც ოფიციალურად არ დადასტურებულა.
XS
SM
MD
LG