Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა ფეიქრიშვილი მისი საბანკო ანგარიშისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს


მოქალაქე ნანა ფეიქრიშვილი საქართველოს პროკურატურისგან მოითხოვს, მის საბანკო ანგარიშს ყადაღა მოეხსნას და წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დაწვით იმუქრება. ფეიქრიშვილი, რომელიც პროკურატურის შენობასთან პროტესტის გამოსახატად მივიდა, აცხადებს, რომ მას ფონდმა "ქომაგმა" ივნისში გადაურიცხა 1500 ლარი შვილის ოპერაციისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეს თანხა დააყადაღა. ნანა ფეიქრიშვილი განმარტავს, მის შვილს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება და დასახმარებლად რამდენიმე ხნის წინ მიმართა "ნაციონალურ მოძრაობასაც," თუმცა, მისგან მიღებული საგარანტიო დოკუმენტით ექიმებმა ოპერაციაზე უარი უთხრეს და იძულებული გახდა, ნაღდი ფულის მისაღებად ფონდ "ქომაგისთვის" მიემართა. ნანა ფეიქრიშვილის თქმით, ის არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და მხოლოდ საკუთარი შვილის გადარჩენას ცდილობს. კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდი ”ქომაგი” მიიჩნია ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ორგანიზაციად და მისი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, ფონდის ბენეფიციართა ანგარიშების დაყადაღება კი ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.
XS
SM
MD
LG