Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პრეზიდენტი ბაქოს მოუწოდებს ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისაკენ


ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარების გამოსწორებისაკენ. ვან რუმპემ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია „სტაბილური, პროგრესული და ტოლერანტული აზერბაიჯანით“. ის მიესალმა პატიმრობიდან გასულ კვირაში ოპოზიციის ცხრა მომხრის გათავისუფლებას და დასძინა, რომ საჭიროა ასეთი ნაბიჯების გაგრძელება. ამ საკითხზე ვან რუმპემ ისაუბრა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ. მანვე აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა, თავიდან აიცილონ ძალადობის განახლება მთიანი ყარაბაღის გარშემო დაპირისპირებაში.
XS
SM
MD
LG