Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი დამასკში შეხვდა სირიის პრეზიდენტს


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეუთანხმდა „მიდგომაზე“ სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღების საკითხში. ანანმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბაშარ ალ-ასადთან დღეს დამასკში შეხვედრის შემდეგ. დიპლომატს დეტალებზე არ უსაუბრია. ის აპირებს, ამავე „მიდგომაზე“ მოელაპარაკოს შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იბრძვიან ასადის მმართველობის წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, დამასკის შემდეგ ანანი ირანში გამართავს მოლაპარაკებებს. ეს ქვეყანა რუსეთთან ერთად არის სირიის მთავარი უცხოელი მოკავშირე. ამასობაში, მოსკოვში ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა სირიელი ოპოზიციონერების დელეგაციასთან. ლავროვის თქმით, რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც სირიის როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას ესაუბრება საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის განხორციელების საჭიროებაზე. სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებას.
XS
SM
MD
LG