Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკა სეფერთელაძე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა


საქართველოს განათლების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სეფერთელაძე და სხვა ახალი მოადგილეები დღეს სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მის მოადგილეებს შორის არიან დავით ახალაია, მაია სიფრაშვილი და დავით ნარდაია. შაშკინმა თანამშრომლებს წარუდგინა დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელებიც და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის ახალი უფროსი იოსებ თოფურიძე, რომელიც მანამდე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო.
XS
SM
MD
LG